Monday, June 16, 2014

ინტელის ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია

ვისწავლეთ თუ როგორ გამოიყენებთ ჩვენი მუშაობის პროცესში ინტერნეტს; ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. 
 შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. გაუზიარეთ ერთმანეთს იდეები პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ვიკი და ბლოგები.
ძალიან საინტერესო იყო.
დიდიდ მადლობა ტრენერს.

Saturday, June 14, 2014

პრეზენტაცია

ინტელის ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, საჭირო მასალა იყო. მომეწონა ბევრი რამე გავიგე ახალი. აუცილებლად გამოვიყენებ. ოღონდ კარგი იქნებოდა გრძელვადიანი კურსი იყოს და უფრო დეტალურად გავდიოდეთ ამ ყველაფერს.

პრეზენტაცია

Wednesday, June 4, 2014

ინტელის ტრენინგის მე-2 დღის რეფლექსია


ტრენინგის მეორე დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, გავიარეთ შემდეგი თემები:  21 საუკუნის უნარები, ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით, პროექტის გეგმის შაბლონი, რუბრიკების პორტფოლიო, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. ტრენერი ძალიან გასაგებად და საინტერესოდ ხსნიდა მასალას, რამაც უფრო გამიადვილა მასალის გაგება-ათვისება.

Sunday, June 1, 2014

ინტელის ტრენინგის 1-ლი დღის რეფლექსია


მე ამ ტრენინგის პირველი დღე ძალიან მომეწონა.გავიცანი ტრენერი დათო მალანია, ტრენინგის მონაწილეები. გავეცანი გასავლელი მასალის, ტრენინგის შინაარსს, მასალას: პროექტებით სწავლება, სასწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა, პროექტის მოთხოვნები გაცნობა, პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. ყოველივე ეს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩემი პროფესიისათვის. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების წერისას.